გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის  მთავარი  თემა
დედამიწის დღეღამური მოძრაობა  და  სასაათო  სარტყლები.
სქგანი/პედაგოგი
გეოგრაფია/მანანა  ბელეშაძე.
სწავლების  საფეხური/კლასი
საბაზო/მე-7  კლასი.
მოსწავლეთა პროფილი
19  მოსწავლე/განსაკუთრებული  საჭიროების  მოსწავლეები  არ  არიან.
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
·         განავითაროს  მოსწავლეებში  დამოუკიდებელი  მუშაობის  უნარი.
გაკვეთილის მიზანი და მისაღწევი შედეგები
·         დედამიწის  სასაათო  სარტყლების  რუკის  გაცნობა.
·         თარიღთა  ცვლის  ხაზის  მნიშვნელობის გაცნობიერება.
·         დედამიწის  სხვადასხვა  ადგილას  დროის  განსაზღვრა.
·         მოსწავლეს  შეუძლია  სხვადასხვა  თვალსაჩინოების  კითხვა  გეოგრაფიული  ინფორმაციის  მოსაპოვებლად.

გეო.VII.2. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა თვალსაჩინოების კითხვა გეოგრაფიული ინფორმაციის მოსაპოვებლად.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·      იყენებს დედამიწის საათობრივი სარტყლების რუკას და ადარებს საკუთარი ქვეყნის დროს სხვა სარტყლებში არსებულ ქვეყნის დროს;
·      წარმოსახვით მოგზაურობს დედამიწის გარშემო აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ ან დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ; მსჯელობს თარიღთა ცვლის ხაზის დანიშნულებასა და განლაგების პრინციპებზე; ასევე მოგზაურობისას შექმნილ უხერხულობებზე და მათი დაძლევის საშუალებებზე.

წინარე ცოდნა
ü  მოსწავლეს  წარმოდგენა  აქვს დედამიწის  ფორმაზე, მოძრაობაზე,  დღეღამისა  და  წელიწადის  დროების  ცვლილებაზე.
შეფასების საგანი და პროცედურები
წინასწარ  შედგენილი  შეფასების  სქემის მიხედვით.
გამოყენებული სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
კომპიუტერი, ელექტრონული პრეზენტაცია, პროექტორი, სახელმძღვანელო დედამიწის  სასაათო  სარტყლების  რუკა, გლობუსი, მსოფლიოს პოლიტიკური  რუკა.
გაკვეთილის მსვლელობა და მენეჯმენტი
გაკვეთილის A ფაზა _ გამოწვევა.

არსებული ცოდნის გამეორება და გამოწვევა
აქტივობა 1 _ პროექტორის დახმარებით ვაჩვენებ ცხრილს _ 5წთ

გრინვიიჩის დროით
ბერლინში ადგილობრივი დროით.
თბილისში
19 სთ
20 სთ
22 სთ

მოსწავლეებს  წავუკითხავ  ამოცანას :  „2006 წელს გერმანიაში გამართული ფეხბურთის  ჩემპიონატის  ფინალური მატჩის დასაწყისი დანიშნული იყო გრინვიჩის დროით 19 საათზე, როგორ ფიქრობთ ა]რომელ  საათზე  დაიწყებოდა მატჩი  ბერლინში  ადგილობრივი  დროით?  ბ] რომელ  საათზე  დაიწყებოდა  მატჩის  პირდაპირი  ტრანსლაცია  თბილისში?
ვეკითხები  მოსწავლეებს საიდან  დაადგინეს  ან  ვერ  დაადგინეს  დრო  გერმანიასა  და  თბილისში. 

გაკვეთილის  B ფაზა _ ცოდნის კონსტრუირება.

აქტივობა 2. [20 წთ.]
სახელმძღვანელოს  ტექსტზე  მუშაობა.
ვყოფ კლასს  ჯგუფებად  და  ვთხოვ წაიკითხონ  ტექსტი  სახელმძღვანელოში:
„დედამიწის  დღეღამური  მოძრაობა  და  სასაათო  სარტყლები.“ ტექსტის  კითხვის
პარალელურად  უპასუხონ  ეკრანზე  მოცემულ  კითხვებს  და  ამოხსნან  გეოგრაფიული  ამოცანა.
კითხვები:

1.რატომ არ დგება  ჩვენი  პლანეტის  სხვადასხვა  ადგილას  დღე  და  ღამე  ერთდროულად?
2.რას  ეწოდება  დღე  და  ღამე?
3.რატომ გადაადგილდება  150-ით  დედამიწის  ყოველი  წერტილი  1 სთ-ის  განმავლობაში?
4.რატომ არ გადაადგილდება  გეოგრაფიული  პოლუსები  ?
5.რატომ  ითვლიან  სასაათო  სარტყლებს 
დასავლეთიდან  აღმოსავლეთით?
6. რა  არის  სასარტყლო  დრო  და  ადგილობრივი  დრო?
7.სად  გადის  თარიღთა  ცვლის  ხაზი  და  რატომ  შემოიღეს  იგი?
8.თუ  დასავლეთიდან  აღმოსავლეთით 
მოგზაურობთ,  საათის  ისარს  წინ  ვწევთ  თუ  უკან?  რატომ?
9.რომელ  სასაათო  სარტყელში  მდებარეობს  საქართველო?
გეოგრაფიული  ამოცანა: „ფ. მაგელანის  ექსპედიცია  დედამიწის  გარშემო  სამოგზაუროდ  1519 წელს  გაემგზავრა  და  ესპანეთში  1522 წელს  დაბრუნდა.  სამშობლოში  დაბრუნებული  მეზღვაურები 
გაოცებულები  იყვნენ  იმით ,  რომ  მოგზაურობის  დროს  1  დღე  „დაკარგეს“.როგორ  ფიქრობთ  რატომ 
მოხდა  ასე?

გაკვეთილის C ფაზა _ რეფლექსია.

აქტივობა  3.  13 წთ
ჯგუფები  დავალების  შესრულების  შემდეგ  ახდენენ  აზრთა  გაზიარებას.  კიდევ  ერთხელ  შეამოწმებენ  ცხრილში  ჩაწერილ  პასუხებს სასაათო  სარტყლების  რუკის  გამოყენებით.

პრეზენტაცია  სლაიდ  შოუების  სახით 3წთ.

შეფასება .  3წთ.

თვითშეფასება 1წთ.

საშინაო  დავალების  მიცემა. 1წთ.

1 comment: